saqarTvelos uReltexilebi - adanges uReltexili
კოორდინატები | 43°18`50` ჩ. გ. 41°16`48` ა. გ. |
ტერიტორიული ერთეული | სოხუმის და გულრიფშის მუნიციპალიტეტები |
სიმაღლე | 2307 მ |
ქედი | ჩხალთის ქედი |
უღელტეხილი ჩხალთის ქედზე (აფხაზეთში). გადასასვლელი მდინარე ჩხალთის ხეობიდან მდინარე ბზიფის ხეობაში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2307 მ. სოფელ პტიშს საცალფეხო გზით აკავშირებს სოფელ ფსხუსა და გუმისთასთან. უღელტეხილის მიდამოებში ალპური და სუბალპური მდელოებია, ქედის კალთები დაფარულია ნაძვნარ-სოჭნარით.